მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს

რუსთავი 26 ოქტომბერი, 2026, 00:14|rustavi2.ge

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

"ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ, მათ შორის ტელევიზიებში, გამოდის მძიმე და ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას და იმ უდიდეს ტკივილს, რომელსაც ამ წუთებში განვიცდით.

მოვითხოვთ, თითოეული მსგავსი განცხადება და ფაქტი სათანადოდ იქნეს შესწავლილი და, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი.

ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს და მგლოვიარე ოჯახს დამატებითი ტკივილი მიაყენოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დავითაძის ოჯახმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, განაცხადა, რომ "მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ თავი მოეკლა".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაიმედი
  • პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულაფორმულა
  • როგორია ეკონომიკური კავშირები ბრიტანეთთან, რომელმაც საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა?BM.GE
  • ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდატვ პირველი
რომელმაც →

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა

რუსთავი 2

რამდენ ლარად შეიძენთ 1 დოლარს და ევროს 6 ოქტომბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 დოლარს და ევროს 6 ოქტომბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რუსთავი 2

როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რუსთავი 2

6 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

6 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რუსთავი 2