მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?
პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?

პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 07:14|rustavi2.ge

თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მატება და, ზოგჯერ, ეიფორიის შეგრძნება - სწორედ ამ ეფექტისთვის იყენებენ მოზარდები ნიკოტინის ბალიშებს. თამბაქოს ინდუსტრია მათ ნაკლებ მავნე ალტერნატივად წარმოაჩენს, თუმცა, ნიკოტინი, ნებისმიერი ფორმით, ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მოზარდებში კი ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია.

ნიკოტინის ბალიშების გამოყენება მშობლებისთვის გაცილებით რთული აღმოსაჩენია - მათ არ აქვთ სიგარეტისთვის დამახასიათებელი კვამლი და სუნი. ხილისა და ტკბილეულის არომატები კი მოზარდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამგვარ პროდუქტს. ნიკოტინის მაღალი დოზით მოხმარების შემდეგ, მოზარდები კლინიკებშიც ხშირად ხვდებიან.

ნიკოტინის რამდენჯერმე მოხმარებაც კი, მოზარდებში დამოკიდებულების განვითარების რისკს ქმნის. სტატისტიკა აჩვენებს, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა.

ნიკოტინის ბალიშების მომხმარებლებს შორის, უმთავრესად, 13-დან 18 წლამდე მოზარდები არიან. საქართველოში არასრულწლოვანებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მისი რეკლამირება კანონით აკრძალულია, თუმცა ნიკოტინის ბალიშების ყიდვას ბავშვები მაინც ახერხებენ.

2018 წლიდან, საქართველომ, თამბაქოს კონტროლის მიზნით, არაერთი შეზღუდვა აამოქმედა - აიკრძალა თამბაქოს რეკლამა, შეიზღუდა მისი მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შეიცვალა შეფუთვის წესებიც. ამ კომპლექსურმა მიდგომამ თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყო ხელი, თუმცა ბაზარზე მუდმივად ჩნდება ნიკოტინის შემცველი ახალი საშუალებები, რაც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დამატებითი რეგულაციების საჭიროებას აჩენს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პრობლემის გადაჭრაში საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობასაც ხედავს და მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს დამატებით ზომებს, რომელიც ახალ თაობას მავნე პროდუქტებისგან დაიცავს. მისი ინიციატივით, ნიკოტინის მოხმარების რისკებზე მოსწავლეებს სკოლებში ექიმის საათის ფარგლებში უნდა ესაუბრონ.

ნიკოტინდამოკიდებულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. მოწევა ზრდასრულის არჩევანია, თუმცა ბავშვების ნიკოტინისგან დაცვა, სახელმწიფოს, მშობლებისა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა. ამისთვის აუცილებელია, რეალიზატორებმა დაიცვან კანონი და არასრულწლოვნებზე არ გაყიდონ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმი, მშობლებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი ბავშვებს სწორად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია ნიკოტინის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძველესი სინაგოგა, ეკლესია და მონასტერი - სოფელი სუჯუნა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რწმენა და კულტურა თანაარსებობს

უძველესი სინაგოგა, ეკლესია და მონასტერი - სოფელი სუჯუნა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რწმენა და კულტურა თანაარსებობს

რუსთავი 2

ტყიბულის ქალთა ანსამბლი, სადაც ცეკვა პროფესია არავისთვისაა - როგორია ცხოვრება, როცა დღის ჩვეულ განრიგში მოულოდნელად სცენაც გემატება

ტყიბულის ქალთა ანსამბლი, სადაც ცეკვა პროფესია არავისთვისაა - როგორია ცხოვრება, როცა დღის ჩვეულ განრიგში მოულოდნელად სცენაც გემატება

რუსთავი 2

დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდე

დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდე

რუსთავი 2

10 წლის ლუსი ტუხაშვილი ბოდბისხევიდან - როგორია მეხუთეკლასელი მოჭიდავის ყოველდღიურობა

10 წლის ლუსი ტუხაშვილი ბოდბისხევიდან - როგორია მეხუთეკლასელი მოჭიდავის ყოველდღიურობა

რუსთავი 2