მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ტყიბულის ქალთა ანსამბლი, სადაც ცეკვა პროფესია არავისთვისაა - როგორია ცხოვრება, როცა დღის ჩვეულ განრიგში მოულოდნელად სცენაც გემატება
ტყიბულის ქალთა ანსამბლი, სადაც ცეკვა პროფესია არავისთვისაა - როგორია ცხოვრება, როცა დღის ჩვეულ განრიგში მოულოდნელად სცენაც გემატება

ტყიბულის ქალთა ანსამბლი, სადაც ცეკვა პროფესია არავისთვისაა - როგორია ცხოვრება, როცა დღის ჩვეულ განრიგში მოულოდნელად სცენაც გემატება

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 07:17|rustavi2.ge

...აქ არ ითვლიან წლებს, ითვლიან მხოლოდ მუსიკის ტაქტებს. თითოეულ ქალს თავისი რიტმი, ხასიათი და ამბავი აქვს.

ყველაფერი ერთი იდეით დაიწყო - იმ ქალების იდეითა და სურვილით, რომლებსაც ცეკვა უყვარდათ, მაგრამ სცენაზე დგომა აუხდენელ ოცნებად რჩებოდათ. იდეამ მსურველებიც სწრაფად იპოვა. ასე შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები და ტყიბულში ცეკვის სამოყვარულო ანსამბლი შექმნეს.

რეპეტიცია საღამოს ტარდება, თუმცა მათი დღე ბევრად ადრე და სრულიად განსხვავებულ გარემოში იწყება. სანამ საცეკვაო ფორმას მოირგებენ, ყველას საკუთარი საქმე, პროფესია, ოჯახი და პასუხისმგებლობები აქვთ.

ანსამბლის შექმნის იდეის ავტორი პროფესიით მეან-გინეკოლოგია. ყოველდღიური საზრუნავი დახურულ კარს მიღმა რჩება, როგორც კი, დატვირთული დღის შემდეგ, რეპეტიციაზე შეაბიჯებს. ცეკვა მისთვის გამოწვევაა.

სოფიო ბერძული დღისით ინგლისურს ასწავლის, საღამოს კი თავადვეა მოსწავლის როლში და ქართულ ჰანგებს ჰყვება.

ანსამბლის კიდევ ერთი, პროფესიით ფარმაცევტი მოცეკვავე, სოფო ჩაფიძე აფთიაქში სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, საკუთარი თავისთვის კი გამაჯანსაღებელ საშუალებად ყოველდღიური ცეკვა აირჩია.

ანსამბლის კიდევ ერთი მოცეკვავე ლიკა რუხიაა - დიზაინერი. მის ხელსაქმეში მთავარი ხელებია, ცეკვისას კი მოძრაობაში მთელი სხეული ერთვება და ბავშვობის ოცნებაც ხდება.

საღამოს, ჩქარი ნაბიჯებით, ერთ მისამართზე მიიჩქარიან. აქ ისინი არც ექიმები არიან, არც მასწავლებლები და არც ფარმაცევტები - უბრალოდ ქალები, რომლებიც ცეკვავენ.

გზაჯვარედინი აქ არის - სივრცეში, სადაც ყოველდღიურ პრობლემებს თავისუფლება ანაცვლებს. ამ თავისუფლებას ცეკვა ჰქვია.

ავტორი: ანა გიუნტერი

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძველესი სინაგოგა, ეკლესია და მონასტერი - სოფელი სუჯუნა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რწმენა და კულტურა თანაარსებობს

უძველესი სინაგოგა, ეკლესია და მონასტერი - სოფელი სუჯუნა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რწმენა და კულტურა თანაარსებობს

რუსთავი 2

დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდე

დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები ძლიერთა თამაშებისთვის ემზადებიან - საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული 300 მედალი და გმირი სამხედროების გზა სპორტულ გამარჯვებებამდე

რუსთავი 2

10 წლის ლუსი ტუხაშვილი ბოდბისხევიდან - როგორია მეხუთეკლასელი მოჭიდავის ყოველდღიურობა

10 წლის ლუსი ტუხაშვილი ბოდბისხევიდან - როგორია მეხუთეკლასელი მოჭიდავის ყოველდღიურობა

რუსთავი 2

პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?