მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 09:53|rustavi2.ge

სულ მცირე, ოთხი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ რუსეთის მასშტაბურ იერიშს ხარკოვზე. დაშავებულია ათობით ადამიანი. ავიაბომბებით შეტევა იყო ხარკოვის საცხოვრებელ სექტორზე - დაზიანებულია 30-ზე მეტი შენობა და რამდენიმე ათეული ავტომობილი.

იერიშები იყო ხარკოვში მდებარე თბოელექტროცენტრალზეც. პარალელურად, სამი სამხედრო ემსხვერპლა დრონებით შეტევას ივანო-ფრანკივსკში.

ხარკოვზე აღნიშნულ იერიშს წინ უძღოდა რუსეთს და უკრაინას შორის "ენერგეტიკული ზავის" ამოქმედების შესახებ ტრამპის განცხადება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად ვაშინგტონი ორივე სახელმწიფოსთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეზღუდვას განიხილავს; მიზანი, კიევის იძულებაა, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეაჩეროს.

პარალელურად, The New York Times-ის ცნობით, აშშ მოსკოვს ზავის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს. საუბარია მილიარდობით დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების განბლოკვაზე.

ოფიციალური კიევი გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს პირობები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს შეწყვეტს.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება ტრამპის განცხადებას, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი მისი შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან 60-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფის შემთხვევაში, უკრაინა მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 265 სტატია.

  • უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპატვ პირველი
  • ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენფორმულა
  • "ეს რაღაცით ჰგავს იმას, რაც 2006 წელს მოხდა" - „თბილღვინო“ რუსეთში ქართული სასმელების აკრძალვაზეBM.GE
  • რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, სავარაუდოდ, ქართველი მეცნიერებიც იმუშავებენნეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

რუსთავი 2

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატებს ქარიშხალმა გადაუარა

ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატებს ქარიშხალმა გადაუარა

რუსთავი 2

რომის პაპს ფილტვზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება - საკუთარი მძიმე დაავადების შესახებ პონტიფიკოსმა ქადაგებისას ისაუბრა

რომის პაპს ფილტვზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება - საკუთარი მძიმე დაავადების შესახებ პონტიფიკოსმა ქადაგებისას ისაუბრა

რუსთავი 2

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი  იემენელი "ჰუსიტების" სამიზნე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ გახდა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტი  იემენელი "ჰუსიტების" სამიზნე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ გახდა

რუსთავი 2