მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 10:57|rustavi2.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 243 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით 6 პირი დააკავესფორმულა
  • აშშ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს წამების მუხლით ახალ ბრალდებებს წაუყენებსBM.GE
  • გარდაბნის სოფელ ნაზარლოში კაცი მოკლეს – დაკავებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • შსს-მ შშმ პირს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა - აქტივისტი ბრალდებას უარყოფსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასი

ჩვენ დღეს ძალიან მოკლედ განვიხილავთ საქართველოს. ასევე წამოვაყენებთ წინადადებას, რომ იანვარში გვქონდეს სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით - კაია კალასი

რუსთავი 2

მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის - თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე

მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის - თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე

რუსთავი 2

დიდი მოლოდინი არ გვაქვს სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე - თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

დიდი მოლოდინი არ გვაქვს სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე - თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

რუსთავი 2

მათთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება - თენგიზ შარმანაშვილი

მათთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვინც დიფსთეითის პოლიტიკის გამტარებელი იქნება - თენგიზ შარმანაშვილი

რუსთავი 2