
ძამას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია
რუსთავი 2|rustavi2.ge
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე. გავრცელებული ინფორმაციით, ძამას ხეობაში, ექსკურსიაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge