ორიგინალი
12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა
რუსთავი 2

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა.

კახეთში გადამუშავებული 252 091 ტონა ყურძნის 99,4%-მდე - 250 401 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,6% -მდე - 1 690 ტონაა უხარისხო და მკვახე.

გადამუშავებული ყურძნიდან 121,8 ათასი ტონა რქაწითელი, 114 ათასი ტონა საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 24 ლოკაციაზე იბარებს.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. 12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·15:37

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
რუსთავი 2·15:36

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა

თამარ ჩერგოლეიშვილი USAID-ის სკანდალურ დოკუმენტებზე: აქ რაც მაწუხებს არის უბრალოდ ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა
რუსთავი 2·15:35

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
რუსთავი 2·15:34

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი

არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.