მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 13:02|rustavi2.ge

"საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეხვედრებს არანაირი ფასი არ აქვს.

"ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, ბევრი განმარტებები, განცხადებები გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, თუ მიღებული რეზოლუცია, მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.

შესაბამისად, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის პირადად არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ევროპული სტრუქტურებისგან, თბილისის მერის თქმით, ქვეყნის ინტერესს როდესაც ეხება საქმე, პირად სანქციებზე საუბარი ზედმეტია.

"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით - 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი.

ზოგადად ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რასაც უნდა იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.

"ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს "ქართული ოცნება" ახორციელებს, ხომ სრული უბედურება გვექნებოდა ქვეყანაში? დღეს ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებაზე? გვექნებოდა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია.

ჩვენ სულელები არ ვართ, არ გვინდა ჩვენი ქვეყანა გამოვაყენებინოთ სხვა დიდ ქვეყნებს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, დავაზიანოთ ქართული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვინდა მეგობრობა, ჩვენ გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხისთვის", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • მალე გახდება ცნობილი, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანა - კახა კალაძეBM.GE
  • კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზეტვ პირველი
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →შესაძლო →

მსგავსი სტატიები

"პუტინი Truth Social-ს არ კითხულობს" - ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ზავი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს

"პუტინი Truth Social-ს არ კითხულობს" - ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ზავი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს

რუსთავი 2

კახა კალაძე "სამართლიანი არჩევნების" კვლევაზე: "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?

კახა კალაძე "სამართლიანი არჩევნების" კვლევაზე: "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?

რუსთავი 2

დიალოგი არსებობს, საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო საქმეებიდან - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიალოგი არსებობს, საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო საქმეებიდან - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ვინც აღიარებს დანაშაულს, პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედონ, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ვინც აღიარებს დანაშაულს, პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედონ, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა

რუსთავი 2