ორიგინალი
დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა
რუსთავი 2

დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის ფედერაციის (Federalimentare) პრეზიდენტს, პაოლო მასკარინოს და იტალიური კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის Ferrero წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქართული და იტალიური კომპანიების პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.

"იტალია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. დღევანდელი შეხვედრა "ფედერალიმენტარეს" პრეზიდენტთან, პაოლო მასკარინოსთან იყო შესაძლებლობა, განგვეხილა თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ გადამმუშავებელი ინდუსტრია, ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საკვები პროდუქტების გადამუშავების, შეფუთვის, ბრენდინგისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, განიხილეს იტალიური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირების, წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის პერსპექტივები.

დავით სონღულაშვილმა იტალიური კვების მრეწველობის წარმომადგენლებს კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენისა და საქართველოს კერძო სექტორთან პირდაპირი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული მექანიზმის შექმნა შესთავაზა.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის, პრიორიტეტული სექტორებისა და კომპანიების იდენტიფიცირებაზე, კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების გაცვლასა და იტალიური კვების მრეწველობის კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამუნა ლილუაშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დავით სონღულაშვილი იტალიის კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·16:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
რუსთავი 2·16:53

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
რუსთავი 2·16:52

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი
რუსთავი 2·16:51

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.