
გაფართოება და ახალი წევრების მიღება არის საუკეთესო რამ, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს. უნგრეთი ამას მიესალმება - ანიტა ორბანი | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
რატომ შეწყვიტა ბრიუსელმა საქართველოსთან დიალოგი და ფიქრობენ თუ არა რომ დიალოგის განახლების დროა - ამ კითხვით "კურიერმა" ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართა.
"გაფართოება და ახალი წევრების მიღება, არის საუკეთესო რამ, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს. უნგრეთი ამას მიესალმება", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge