ორიგინალი
თამთა მეგრელიშვილი პენსიების ზრდაზე: იმ რეალობაში, როცა სოციალური მიმართულება ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს
რუსთავი 2

"ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პენსიონერების მხარდაჭერა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეკონომიკური გამოწვევებისა და საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვა პრიორიტეტად რჩება.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან პენსიის ზრდის გადაწყვეტილების კრიტიკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს არსებული ფინანსური შესაძლებლობები. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება მოქალაქეების მხარდასაჭერად არსებულ რესურსებს იყენებს.

"საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, იზრუნოს მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები.

პენსიის ზრდა არ არის უბრალო ფინანსური დახმარება, ეს არის სოციალური სოლიდარობის აქტი, სადაც მოქმედი, შრომისუნარიანი საზოგადოება და ბიუჯეტი ეხმარება იმ თაობას, რომელიც ამას საჭიროებს.

ეკონომიკური გამოწვევებისა და ბიუჯეტის ლიმიტების მიუხედავად, პენსიონერების კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე (33%-ზე) მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა მკაფიოდ ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის მოთხოვნათა დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება ხელისუფლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მორალური იმპერატივია.

ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკაც მათი ჩვეული მანერით გაგრძელდება, თუმცა რეალობა უცვლელია - ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმუმია. ვიწროპოლიტიკური ინტერესების მიღმა, მთავარ ფაქტად მაინც ის რჩება, რომ სახელმწიფო იყენებს ყველა არსებულ რესურსს საკუთარი მოქალაქეების რეალური მხარდაჭერისთვის და ის ადამიანები, რომლებისთვისაც სახელმწიფო დამატებით 128 მილიონს გაიღებს, კმაყოფილები იქნებიან", - წერს მეგრელიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. თამთა მეგრელიშვილი პენსიების ზრდაზე: იმ რეალობაში, როცა სოციალური მიმართულება ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონის გამოყოფა ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:35

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
რუსთავი 2·19:34

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

რუსთავი 2·19:33

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რუსთავი 2·19:32

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.