ორიგინალი
საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რუსთავი 2

საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მინისტრის მოადგილე ვო ვან ჰუნგმა მოაწერეს.

"სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სექტორის განვითარების ხელშეწყობის ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, საქართველოსა და ვიეტნამს შორის პარტნიორობა ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მემორანდუმი სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობის სექტორში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების ორგანიზებას, ექსპერტებს, პროფესიონალებს, მეცნიერებსა და სტაჟიორებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და თევზის პროდუქტების წარმოების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სამეცნიერო სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის, მცენარეთა დაცვისა და სანიტარიულ-ფიტოსანიტარიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ვო თი ანჰ სუანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა.

შეხვედრას, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროს წარმომადგენელი ლე ტჰან ვანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოსა და ვიეტნამს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·19:35

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ
რუსთავი 2·19:34

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად, იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

რუსთავი 2·19:33

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
რუსთავი 2·19:32

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Eagle Hills Georgia-ს გენერალური მენეჯერი: კონკრეტულად მშენებლობის ეტაპზე 10 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და შემდგომ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.