მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება - დავით ჩიხელიძე | Rustavi2
მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება - დავით ჩიხელიძე | Rustavi2

მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება - დავით ჩიხელიძე | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

მთავრობის და ვიცე პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საზღვაო ტვირთების მიღებისა და გადამუშავების პოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.

"ამ მიმართულებით საქართველო უკვე მუშაობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაშიც. ამ მარშრუტთან დაკავშირება ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის გაზრდას. ანაკლიის პორტის განვითარება ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რადგან თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს, მზარდ სატრანსპორტო ნაკადებს მოემსახუროს და რეგიონში თავისი კონკურენტული უპირატესობა გააძლიეროს.

ამ მიზნების მისაღწევად ხელისუფლება კომპლექსურ ნაბიჯებს დგამს. რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი ვაგონებისა და ლოკომოტივების შეძენა, გამტარუნარიანობის გაზრდა, საგზაო ქსელის გაუმჯობესება და საზღვაო პორტების განვითარება, ერთიანი გეგმის ნაწილია. საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის 2029 წლისთვის 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზანი ნათლად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურად ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობები.

ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მარიამ ქვრივიშვილის, აქტიური ჩართულობა და დაუღალავი შრომა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაო პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები სასარგებლოდ გამოიყენოს. დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად განავითაროს ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები შექმნას.სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ეს საქართველოსთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, მოიზიდოს მეტი ტვირთი და ინვესტიცია, გააძლიეროს ეკონომიკა და საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის აქტიური მუშაობაც სწორედ ამ შესაძლებლობების რეალიზებასა და საქართველოსთვის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მოტანას ემსახურება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • პრემიერის თქმით, ყეინიშვილის საქმეზე 2024 წლის ჩანაწერის შესახებ სუს-იდან ინფორმაცია არ ჰქონდა - "დავინტერესდები, რატომ"BM.GE
  • პოლონეთში დააკავეს 60 წლამდე კაცი, რომელიც პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილიტვ პირველი
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი EU-ს შესთავაზებს შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემაფორმულა
  • ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებსიმედი
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი

ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი

რუსთავი 2

ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ

ფოთის მერი: ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად მოვიცვათ ქალაქში არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და არსებული პრობლემები თანმიმდევრულად მოვაგვაროთ

რუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

რუსთავი 2

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

რუსთავი 2