ორიგინალი
ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი
რუსთავი 2

ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი

დეტალურად განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობები გადადგამენ, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ განცხადება უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის შემდეგ გააკეთა.

კომისიის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

"განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ივლისში შედგა უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტმა და ორ ლიდერს შორის გამართულმა დისკუსიებმა მყარი საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობასა და ჩვენი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოებას. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის მოქმედებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა განახორციელებს, რათა ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ეს ერთი. ჩვენ ასევე გავუწევთ პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას ერთობლივ საწარმოებსა და ინვესტიციებს, როგორც უზბეკეთიდან საქართველოში, ისე ქართულ ინვესტიციებს უზბეკეთში. უკვე გამოვყავით კონკრეტული სფეროები და კომპანიები, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს“, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა.

ლაზიზ კუდრატოვმა აღნიშნა, რომ დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ.

„უზბეკური კომპანიები დებენ ინვესტიციებს ფოთის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში. ასევე დაინტერესებულები ვართ, აქ გვქონდეს საწარმოო სიმძლავრეები ტექსტილის, ელექტრონიკის, ელექტროტექნიკისა და კვების პროდუქტების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვაწარმოოთ საქართველოში და საქართველოდან განვახორციელოთ ექსპორტი დასავლურ ბაზრებზე.

საქართველო ჩვენთვის ევროპულ ბაზრებზე გასასვლელი ბუნებრივი კარიბჭეა და გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და არსებული ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტრანსპორტის საკითხებზე.მჯერა, ეს სისტემური მიდგომა უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ლაზიზ კუდრატოვმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას კომისიის მასპინძლობისთვის და უზბეკეთის დელეგაციისადმი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი

თემა: მინისტრი

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·01:26
    თურქეთის საგარეო მინისტრი ბათუმში მომხდარის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა
  • GHN·00:55
    ბათუმში არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - თურქული მედია
  • იმედი·00:51
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
  • კვირის პალიტრა·00:49
    თურქეთის სპორტის მინისტრი ქართულ მხარეს აკრიტიკებს „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომების გამო
მინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·03:33

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი
რუსთავი 2·03:32

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
რუსთავი 2·03:31

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
რუსთავი 2·03:30

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.