მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია
რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია

რატომ არ იმჩნევს ევროპული ბიუროკრატია იმ სასტიკ დარბევებს პოლიციის მხრიდან, რომელიც საფრანგეთში ხდება - "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია

რუსთავი 212 ოქტომბერი, 2026, 21:42|rustavi2.ge

რეპრესიები და ძალადობა - საფრანგეთში საპროტესტო აქციების მონაწილეები მათ წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას სწორედ ასე აფასებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულ მოსწავლეთა რიცხვმა 215-ს გადააჭარბა, დაზიანება მიიღო 85-ზე მეტმა პედაგოგმა, სამედიცინო დახმარება დასჭირდა დაახლოებით 800 სამართალდამცველს.პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარის აფეთქების შედეგად15 წლის მოზარდს მტევანი მოწყდა, რეზინის ტყვიის შედეგად თვალი დაკარგა 16 წლის მოსწავლემ, ცრემლსადენი გაზის კაფსულის სახეში მოხვედრის შედეგად კი 14 წლის მოზარდმა ყბის მოტეხილობა მიიღო.

საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში აქციები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქუჩებში ეროვნული პოლიცია, ჟანდარმერია და სპეცდანიშნულების რაზმები იყვნენ მობილიზებული. მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს. საფრანგეთის ქალაქებში შეტაკებების ფონზე მმართველი გუნდი ევროპელი ბიუროკრატების დუმილზე საუბრობს.

ევრობიუროკრატების დუმილის ახსნა საქართველოში ოპოზიციამ სცადა. ხელისუფლები ოპონენტები ევროპელი ლიდერების მიდგომაში ორმაგი სტანდარტის ნიშნებს ვერ ხედავენ.

"ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით ბრიუსელმა ორმაგი დამოკიდებულებები უკვე სტანდარტად აქცია და ამიტომ არც ბრუტალური ძალის გამოყენების ფონზე ევრობიუროკრატების უმოქმედობა უკვირთ.

საფრანგეთის ორმოცზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით გამოვიდნენ. სტუდენტური გაერთიანებების და პროფკავშირების მონაცემებით დემონსტრანტთა რაოდენობამ თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია. განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო საპროტესტო აქციები გაიმართა ბელგიაშიც. ქალაქ ლიეჟში და არლონში მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელების ბლოკირებაც სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • „ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზეBM.GE
  • "ოცნება" ყალბი ანგარიშების შექმნაში მესამე სექტორს ადანაშაულებსტვ პირველი
  • ISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერადფორმულა
  • “ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველონეტგაზეთი
ოცნების →ბრიუსელი →

მსგავსი სტატიები

2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად - შალვა პაპუაშვილი

2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად - შალვა პაპუაშვილი

რუსთავი 2

"თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებს

"თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებს

რუსთავი 2

დედაქალაქის ყველაზე მწვანე და პრესტიჟულ დასახლებაში ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო - წყნეთს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება

დედაქალაქის ყველაზე მწვანე და პრესტიჟულ დასახლებაში ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო - წყნეთს მალე განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება

რუსთავი 2

დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე

დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - როგორ გავიდნენ სამართალდამცველები დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე

რუსთავი 2