ორიგინალი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო
რუსთავი 2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

12 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო.

დელეგაციას ხელმძღვანელობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი. მის შემადგენლობაში ასევე არიან მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები: ალკივიადეს პრეპისი და ელისონ ჰერიტეიჯი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისა და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრები.

შეხვედრის მთავარ თემას გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესი წარმოადგენდა. მონაწილეებმა მიმოიხილეს ძეგლზე ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები, გაცვალეს პროფესიული მოსაზრებები და სამონასტრო კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნების მიზნით, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, მათ რეკომენდაციებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ზედმიწევნით ასრულებს. ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეკლესიის მეთაურს გელათის რებიალიტაციის სწორი ხელმძღვანელობისა და აქტიური ჩართულობისთვის. ასევე მადლობა გადაუხადეს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და მთელ სამუშაო ჯგუფს მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელია.

მისმა უწმინდესობამ მაღალი შეფასება მისცა ძეგლის გადასარჩენად გაწეულ ძალისხმევას და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და შეხვედრის მონაწილეებს მუშაობის პროცესში გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალპროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტები ყოველთვის მზად არიან დახმარება გაუწიონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები ქართული მხარის დასახმარებლად.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა საიუბილეო ჯვრები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

თემა: სრულად

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • იმედი·15:19
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
  • პოსტივი·15:13
    შაკო კუჭაშვილი: “ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს”
  • ინფო 9·15:09
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს - ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
  • კვირა·15:08
    შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს - ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
სრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·16:03

"საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს" - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

"საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს" - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
რუსთავი 2·16:02

სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის მინისტრი ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
რუსთავი 2·16:01

პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში - "ბავშვთა ქორწინების პრევენცია - საერთო პასუხისმგებლობაა"

პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში - "ბავშვთა ქორწინების პრევენცია - საერთო პასუხისმგებლობაა"
რუსთავი 2·16:00

გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი

გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.