ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: "ნამახვანჰესის" მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა
რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი: "ნამახვანჰესის" მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "დებატები" არასამთავრობო სექტორის საქმიანობასა და უცხოურ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და ფინანსების კონტროლი მოითხოვა, რისი შანსიც სექტორმა არ გამოიყენა.

შალვა პაპუაშვილმა "ნამახვანჰესის" პროექტის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება დიდი ხნით გადაწიეს და პროექტის ჩაშლით საქართველოს შესაძლო ჯარიმები დააკისრეს, რაც პირდაპირ NGO-ების სინდისზეა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

"მთავარი პრობლემა, რაც უცხოელებს საქართველოსთან აქვთ არის ის, რომ ჩვენ გავბედეთ და მოვითხოვეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, მოვითხოვეთ ჩაგვეხედა იმაში, თუ რა ფინანსდება. ასე რომ, შანსი ჰქონდა არასამთავრობო სექტორს ეს შანსი არ გამოიყენა, არც არასამთავრობო სექტორმა და არც NGO-ებმა. ასე რომ, ეს რაღაც იგავები საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით არ გვინდა.

"ნამახვანჰესის" მაგალითი არის მართლაც სახელმძღვანელო მაგალითი იმისა, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა. დააზიანეს არა მხოლოდ იმით, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება გადაწიეს დიდი ხნით, ის სიმძლავრეები, რაც შეიძლება გამოემუშავებინა და გარდა ამისა, ის ჯარიმა, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება საქართველოს დაეკისროს, ეს არის პირდაპირ NGO-ების სინდისზე, რომლებმაც მაშინ ეს პროექტი ჩაშალეს. კიდევ ერთხელ, ეს არის ზუსტად იმის მაგალითი, თუ როგორ გამოიყენება NGO-ები საქართველოს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ საბოლოო ჯამში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: rustavi2.ge
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი: "ნამახვანჰესის" მაგალითი არის იმის სახელმძღვანელო, თუ როგორ დააზიანეს NGO-ებმა ქვეყანა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რუსთავი 2·03:33

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 27 ნოემბერს - ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი
რუსთავი 2·03:32

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
რუსთავი 2·03:31

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება "მრგვალი მაგიდის" წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
რუსთავი 2·03:30

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.