მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე და მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე და მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე და მწვანე ტბაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 08:15|rustavi2.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძისა და მწვანე ტბის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

მწვანე ტბასთან დასრულდა 350-მეტრიანი მისასვლელი საავტომობილო გზისა და დაახლოებით 90-მეტრიანი ბილიკის მოწყობა. ასევე დაგეგმილია ტბის ირგვლივ ერთკილომეტრიანი ბილიკის მოწყობა.

მთავრობის თავმჯდომარე მწვანე ტბაზე ტურისტებსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარა ოთხივე სეზონზე საინტერესო მიმართულებაა, ხოლო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ვიზიტორთა მომსახურების პირობების გაუმჯობესებას, ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება კურორტ გოდერძიზეც. წელს დასრულდება საგამოფენო სივრცის, ავტოსადგურისა და ღია პარკინგის მოწყობა. მიმდინარეობს 500-მეტრიანი შიდა გზის რეაბილიტაციაც. წელსვე დასრულდება სათხილამურო ტრასის ღამის განათების პროექტირება და კურორტის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დამატებითი წყლის რეზერვუარის მშენებლობა.

დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული-ველათი/მწვანე ტბის გზის რეაბილიტაციაც. 6,2-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყო. დარჩენილი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან აკავშირებს, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივებისა და ტურისტების გადაადგილების პირობებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ პაპიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მუნიციპალიტეტში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • მარნეულის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა - დაკავებულია 1 პირიფორმულა
  • პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიიმედი
  • 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობსBM.GE
  • ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდანეტგაზეთი
მუნიციპალიტეტში →

მსგავსი სტატიები

ძალადობა, ნგრევა არ არის გამოხატვის ფორმა და ქაოსი ვერ გახდება საფრანგეთის მომავალის პროექტი. გვყავს დეზორიენტირებული მაკრონისტული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი უძლურების კომენტირების გარდა აღარაფერს აკეთებს - მარინ ლე პენი

გიორგი ჩაკვეტაძე მაკრონზე: 2020 წლის შემდეგ საქართველოში რევოლუციის 5 მცდელობა იყო. ამ ბატონის 2024 წლის მიმართვა გვახსოვს. არც 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის წახალისება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი და შემდეგ მისი არ დაგმობა გაფერმკრთალებულა

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

რუსთავი 2

პოლიციამ თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რუსთავი 2