
პარიზში 2 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, თუმცა ჩვენ შემთხვევაში რამდენიმე ათეული ყველაზე აგრესიული დემონსტრანტის დაკავებაზეც ანტიდემოკრატიულობაზე ალაპარაკდნენ ევროპელი ლიდერები - ნინო წილოსანი
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, როცა მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს.
"გულის წყვეტით შემიძლია გავიხსენო, როდესაც საქართველოში ზუსტად ასე დაორგანიზებული, აგრესიული დემონსტრანტები შეტევას ახორციელებდნენ სახელმწიფო უწყებებზე და გადაწვას ცდილობდნენ პარლამენტის, მაშინაც ვნატრობდით, ალბათ საკუთარ თავზე რომ გამოეცადათ, უკეთ დაინახავდნენ იმ ნაბიჯების სისწორეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გადადგა.
ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად, პარიზის შემთხვევაში 2 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, თუმცა ჩვენ შემთხვევაში რამდენიმე ათეული ყველაზე აგრესიული დემონსტრანტის დაკავებაზეც ანტიდემოკრატიულობაზე ალაპარაკდნენ ევროპელი ლიდერები," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge