მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა | Rustavi2
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა | Rustavi2

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 47-ე მსოფლიო კონგრესი ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მონაწილეობა მიიღო კონგრესის და ასევე OIV-ის 24-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც კონგრესის პარალელურად გაიმართა.

კონგრესის მთავარი თემა იყო გლობალური მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის ახალი განვითარების მოდელების ჩამოყალიბება, გამოწვევებთან ადაპტაცია, ინოვაციების დანერგვა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. კონგრესს 47 ქვეყნის 600-მდე მონაწილე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას 2027 წელს OIV-ის კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველომ 2025 წელს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძლობაზე, რაზედაც ორგანიზაციის სრული მხარდაჭერა მიიღო."OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. კონგრესის მასპინძლობით, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს როლს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში ხარისხზე ორიენტირებული რეფორმების მიმდინარეობას" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე: ჩვენ ის ჩვენთვის ჩვეული ევროპა გვტკივა, რომელიც აღარ იქნება - იქნება მეტი ჩადრები და შეიძლება შარიათის კანონებიც დაემატოს

რუსთავი 2

"დასავლურ მედიაში ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება" - ზაზა შათირიშვილი

"დასავლურ მედიაში ცენზურას ექვემდებარება კონსერვატიული, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებული მოსაზრება" - ზაზა შათირიშვილი

რუსთავი 2

"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

რუსთავი 2