
"ურესურსოდ დარჩენილი ყოფილი დიქტატორი პატრონებისთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს" - ზაზა შათირიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
რუსთავი 2|rustavi2.ge
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ახალ წერილს ავრცელებს, სადაც იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც "დიფ სთეითი" სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარ აგენტურასა და იდეოლოგიას ავრცელებს.
ფილოსოფოსის თქმით, ამის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლები და მისი დღევანდელი მდგომარეობა.
შათირიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს დამარცხებული ომი იზეიმა, დღესაც ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს რუსეთი "სასტიკად დაამარცხა".
ფილოსოფოსის შეფასებით, პატრონებისგან მიტოვებული ყოფილი დიქტატორი დამოუკიდებლად მოქმედებას ვერ ახერხებს, 20 წლის წინანდელ ლოზუნგებს იმეორებს და სასამართლო პროცესებზე საკუთარი "ავატარის" შექმნაზე საუბრით უფრო და უფრო კომიკური ხდება.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge