
ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა | Rustavi2
რუსთავი 2|rustavi2.ge
ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას სანაია არ დასწრებია. სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ სამმართველო სანაიას სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სანაიამ შეურაცხყოფა შალვა პაპუაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს მიაყენა. ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge