მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია
შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია

შსს-ს წარმომადგენელი ვახო სანაიას პატიმრობაზე: შეფარვით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას - კონტექსტი აშკარად შეურაცხმყოფელია

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 12:42|rustavi2.ge

ვახო სანაიას 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას სანაია არ დასწრებია.სიძულვილის ენის ბრძოლის წინააღმდეგ სამმართველო სანაიას სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.სანაიამ შეურაცხყოფა შალვა პაპუაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძეს მიაყენა.ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განმარტებით, ვინაიდან პირველი ორი შემთხვევისას ჯარიმის, ხოლო მესამეზე პატიმრობის შეფარდების მიუხედავად სანაიამ ქმედება კვლავ გაიმეორა, სახეზეა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და არა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა."ეს არის ბატონ ვახტანგ სანაიას მიმართ მეოთხე სამართალდარღვევის საქმე. პირველ ორ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმა და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გამოყენება. რაც შეეხება მესამე ფაქტს, მესამე ფაქტზე უკვე იყო შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების.

დღევანდელ დღეს, როდესაც ბატონი ვახტანგ სანაია სახდელდადებულია უკვე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისათვის, მან გაიმეორა ისევ აღნიშნული ქმედება. ის მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ცდილობს თითქოს შეურაცხყოფის მიყენება ფარავს თავისი კონკრეტული კითხვის ნიშნებით, მესამე პირის საუბრებით თითქოს, ანუ შეფარვით ცდილობს რეალურად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

რეალურად მისი მიზანი არ არის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, ვინაიდან მისი პოსტის კონტექსტი აშკარად არის შეურაცხმყოფელი.“ - აცხადებს მარიამ კერესელიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

რუსთავი 2

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

რუსთავი 2

დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

რუსთავი 2