მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში
შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში

შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 13:09|rustavi2.ge

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისია ალბანეთსა და საფრანგეთში ძალადობრივ დემონსტრაციებს გმობს, თუმცა, საქართველოში გამართული ძალადობრივი აქციების მიმართ მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს.

შალვა პაპუაშვილი ამ განსხვავებას ევროკავშირის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფები საქართველოში ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობაზეც პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება, რადგან, მისი შეფასებით, ევროპელი წარმომადგენლების განცხადებებმა და მხარდაჭერამ ძალადობას ხელი შეუწყო.

"ვნახეთ ალბანეთთან, თუნდაც საფრანგეთთან დაკავშირებით, ევროკავშირის, ევროკომისიის განცხადებები, სადაც ისინი გმობენ ძალადობრივ დემონსტრაციებს და სწორედ ამას მოვუწოდებდით ჩვენ და მეც პირადად ამდენი ხანი, რომ დაეგმოთ ძალადობა. შესძლებიათ თურმე, ხომ?

ჰქონდა ევროკავშირს არაერთი შესაძლებლობა, რომ დაეგმო საქართველოში ძალადობა და ძალადობრივი აქციები, თავდასხმები პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ. ახლა ხომ ისმის კითხვა, რატომ? რატომ ვნახეთ ეს ჩვენ ალბანეთთან, საფრანგეთთან მიმართებით, იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ ეს საქართველოსთან მიმართებით? და მე მგონი პასუხი მარტივია - იმიტომ, რომ თავად ეს ჯგუფები და თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათი დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული, ამ თარიღიდან მოყოლებული დღემდე, ევროკავშირის ფონდებით დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის სასახლის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართ და შენობების მიმართ და წვავენ სხვადასხვა შენობებს.

ეს არის სიმართლე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი უნდა დაეგმო მაშინ ევროკავშირის ელჩს და საკუთარი თავი უნდა დაეგმო ევროკომისიას 5 ოქტომბერს თუ დაგმობდა, იმიტომ, რომ სწორედ ევროკომისია და ევროკავშირი იყო ის, ვინც აქეზებდა ამ ადამიანებს ძალადობაზე. 5 ოქტომბერი სრულად არის ევროკავშირის სინდისზე და მისი ელჩის სინდისზე, მათი წაქეზებული არის სრულად ის ძალადობა და ის ბრბო, რაც ჩვენ ვიხილეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, ის ბრბო, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდა.

ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს უნდა ჩახედონ თვალებში და მიხვდნენ იმას, რომ სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ ამ ძალადობას, საქართველოში აფინანსებდნენ ამ ძალადობას, საქართველოში მხარს უჭერდნენ, იწონებდნენ და შემდეგ ციხეში ტოვებენ ამ ადამიანებს საკუთარი წაქეზებით, რომ არ აღიარონ დანაშაული და იჯდნენ ციხეში და ან ჯერ ბარიკადებზე აყავს ბრიუსელს ეს ბრბო "მოლოტოვის კოქტეილებით" და შემდეგ ტოვებს მათ ციხეში, იმიტომ, რომ საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობა ჰქონდეს ამ რიტორიკით, რომ პატიმრობაში არიან ადამიანები.

სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. ეს არის ის ლოგიკა, რომელიც ყველას მიუბრუნდება, ვინც ძალადობას მხარს უჭერს, ძალადობას აფინანსებს და ბრიუსელი ამ შემთხვევაში კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 225 სტატია.

  • 9 თვეში ფულადი გზავნილები 2.8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - 45% ევროკავშირზე მოდისBM.GE
  • ევროკავშირი -„ხელისუფლებას აღარ ვაფინანსებთ, მოსახლეობის მხარდაჭერას კი ვაგრძელებთ“ფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →სახლი →

მსგავსი სტატიები

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტისთან შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

რუსთავი 2

უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე,  ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია

რუსთავი 2

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

გია აბაშიძე: ევროპა "ცივილიზაციური გაქრობის" საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

რუსთავი 2