მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინასგან მისი შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს" - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრის გამართვის სურვილი თავად ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა, რადგან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებთან კომუნიკაციის შემდეგ გუნდს მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონია. შალვა პაპაშვილმა ასევე გააკრიტიკა მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი და ჟურნალისტებს მოუწოდა, არ შექმნან ცრუ მოლოდინები.

"არ არის იოლი გარემო ჩვენს გარშემო, აინტერესებდათ, როგორ აფასებს ის ამ საკითხების გავლენას საქართველოზე, შიდა პოლიტიკაზე, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპებს და ეკონომიკური მიმართულებით და მსგავს საკითხებზე იყო საუბარი.

თავად ბატონ ბიძინასაც სურდა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან. ფაქტობრივად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებთან კომუნიკაციის შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია გუნდს. ამიტომ ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ გვესაუბრა ამ საკითხებზე.ვნახეთ ჩვენ რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო და ჩემი რჩევა იქნება, რომ ცრუ მოლოდინები არ უნდა ჩამოაყალიბოთ, რომელიც თავიდანვე იცით, რომ ცრუა, რადგან თქვენ მიმართ ისედაც არ არსებული ნდობა ქვემოთ იწევს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი