მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?" - გიორგი გაბუნია
"სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?" - გიორგი გაბუნია

"სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?" - გიორგი გაბუნია

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 15:02|rustavi2.ge

ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა.

ბრიუსელი, რომელიც თბილისში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის დროს მაინც ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა ტირანაში განვითარებულ ანალოგიურ მოვლენებს მკაცრად გმობს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სკვერები და კერძო ბიზნესები დააზიანეს, თუმცა, მისი თქმით, ამ ფაქტებზე ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან შეშფოთება არ გამოხატულა.

"საქართველოში ზუსტად ანალოგიურ პროცესებში, მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის ღამეს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა დააზიანეს სკვერები, დააზიანეს, მათ შორის, კერძო ბიზნესები, ერთი განცხადებაც კი ვერ ვნახეთ ამასთან დაკავშირებით ან შეშფოთების ან აღშფოთების. სად არიან ახლა ის პოლიტიკოსები, სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩამოდიოდნენ თბილისში და მხარდაჭერას უცხადებდნენ ძალადობას, მხარდაჭერას უცხადებდნენ იმ ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ პროცესებს?" - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქსტატი დროის გამოყენების გამოკვლევას იწყებს - გამოკვლევის მიზანი ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დროის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებაა

საქსტატი დროის გამოყენების გამოკვლევას იწყებს - გამოკვლევის მიზანი ქალებისა და კაცების მიერ სხვადასხვა საქმიანობაზე დახარჯული დროის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებაა

რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

რუსთავი 2

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა

რუსთავი 2

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე არსებობს ის მტკიცებულებითი საფუძველი, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად - პროკურორი ღარიბაშვილზე

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე არსებობს ის მტკიცებულებითი საფუძველი, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად - პროკურორი ღარიბაშვილზე

რუსთავი 2