მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაწყდა, რომ საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ირაკლი ღარიბაშვილი. მას ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

დაცვის მხარის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, ღარიბაშვილი კითხვებს, წერილების საშუალებით, თავადვე გასცემს პასუხ.

"ღარიბაშვილის ბრალდებას რაც შეეხება, ეს არის ორი ჩვენება - ერთი არის მხეიძე და მეორე არის ბურჭულაძე. თვითონ გაგცემთ პასუხებს, ალბათ იგივე თავისი წერილებით. იმედია, რომ მოვა პროცესებზე და იმედია, რომ არ დახურავენ სასამართლოს სხდომებს", - განაცხადა ლალი აფციაურმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ანა ლეკიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე არსებობს ის მტკიცებულებითი საფუძველი, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით, ალბათობის მაღალი ხარისხი, რაც წინასასამართლო სხდომაზე უნდა არსებობდეს, დაკმაყოფილებულია და მოცემული სისხლის სამართლის საქმე, არსებითი განხილვისთვის, სასამართლომ მიიღო წარმოებაში.

რაც შეეხება პროცესებს, დაიკითხებიან მოწმეები, გამოკვლეული იქნება მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება", - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი