მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე
"არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე

"არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 15:09|rustavi2.ge

მმართველი გუნდისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე დასავლეთის დუმილი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა. 2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით, ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია.

ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ მონაცემების მიუხედავად, ბრიუსელისგან მოლდოვისა და უკრაინის მისამართით კრიტიკა არავის მოუსმენია.

აღნიშნულ თემას პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა.

ჭანტურიას განცხადებით, როდესაც უკრაინასა თუ მოლდოვაში პარტიები იკრძალებოდა, ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ ეს პარტიები უნდა აკრძალულიყო.

"უკრაინაში ან მოლდოვაში პარტიები, რომ იკრძალებოდა, ევროკავშირში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს პარტიები უნდა აიკრძალოსო. ალბათ იმიტომ, რომ არის რაღაც განსხვავება და საფუძვლიანი განსხვავება. პარტიებს შორის შეიძლება რაღაც განსხვავებაა. არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა მოლდოვაში, რაზე არის საუბარი", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • ზელენსკის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სა და უკრაინას შორის განახლდაფორმულა
  • ტრამპი-პუტინის დიზელის გარიგება - ახალი დაპირისპირება აშშ-ისა და უკრაინას შორის?BM.GE
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

ელჭექი, გარის გაძლიერება და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გაფრთხილება 20-22 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის შესახებ

ელჭექი, გარის გაძლიერება და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გაფრთხილება 20-22 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის შესახებ

რუსთავი 2

"არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს ცნობები" - რუბიო უარყოფს ზელენსკის ცნობას აშშ-ის მიერ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერებაზე

"არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს ცნობები" - რუბიო უარყოფს ზელენსკის ცნობას აშშ-ის მიერ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერებაზე

რუსთავი 2

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია 