მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა ციფრულ მედიაში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 16:16|rustavi2.ge

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ციფრულ მედიაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის საკითხებს ეხებოდა.

თემატური სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ონლაინ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივი შეზღუდვებისა და სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვის დანერგვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებს, ასევე სწრაფად ცვალებად მედიაგარემოში ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე.

აღნიშნულ თემებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მარეგულირებელ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვადასხვა მიდგომას ბავშვებისა და ახალგაზრდების ონლაინ სივრცეში დაცვის მიმართულებით. კომუნიკაციების კომისიისთვის ციფრულ გარემოში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება პრიორიტეტულია.

EPRA-ს 64-ე შეხვედრის მიზანი წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და მუდმივ დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • [ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
  • ევროპარლამენტში საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართებაფორმულა
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს

რუსთავი 2

დავით სონღულაშვილმა "რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა "რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

რუსთავი 2

კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია

კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია

რუსთავი 2