მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

რუსთავი 219 ოქტომბერი, 2026, 17:34|rustavi2.ge

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარედ 4 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიის რეაბილიტაცია განახორციელა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეების მოწესრიგება და გამწვანება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნული პროექტი კი გაფართოვდება.

"დიღმის მასივში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცის მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი პავილიონები, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, საფეხბურთო მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ტერიტორია მოწესრიგებულია, განათებული და სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღნიშნული პროექტის გაგრძელება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. არსებობს სივრცეები, რომელთა გამწვანება, რეაბილიტაცია შესაძლებელია, რათა, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, ვარჯიშის, განტვირთვის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროექტი გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა სპორტული ზონა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპული კომპანიები ვაშინგტონის მხრიდან გამანადგურებელი საპასუხო ზომების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის SpaceX-ს, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი

"ეკომეგობრული აჭარა" - საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია აჭარაში კამპანიას იწყებს

"ეკომეგობრული აჭარა" - საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია აჭარაში კამპანიას იწყებს

რუსთავი 2

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავი 2

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავი 2