
სერბეთის მოსახლეობის პოლიტიკური სურვილის რეალიზებაა ის, რა შედეგიც დადგა სერბეთში, თუმცა, გასათვალისწინებელია ჩარევები, რომელიც მიმდინარეობს გარე ძალებისგან - დავით მათიკაშვილი
სერბეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია და მათი პოლიტიკური სურვილის რეალიზებას წარმოადგენს ის, რა შედეგიც დადგა სერბეთში. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ის ჩარევები, რომელიც მიმდინარეობს გარე ძალებისგან, - ასე გამოეხმაურა სერბეთის არჩევნების შედეგებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
მისი განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობარ სერბეთთან ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
"სერბეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია და მათი პოლიტიკური სურვილის რეალიზებას წარმოადგენს ის, რა შედეგიც დადგა სერბეთში. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ის ჩარევები, რომელიც სერბეთში, და არამხოლოდ, მიმდინარეობს გარე ძალებისგან. ამის დასტურია ყოფილი პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებაც.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ სერბეთთან ურთიერთობის გაღრმავება და ცხადია, ის შედეგი, რა შედეგიც აისახა არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ამ შედეგთან მიმართებით ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40% მიიღო.
დამარცხება ვუჩიჩმა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკული "დიფ სთეითის" მხარდაჭერით მოწყობილ რევოლუციად შეაფასა.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "სტუდენტური სია" პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატს მიიღებს. ეს მოძრაობა ევროკავშირთან თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge