მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო. ჩვენი სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო. ჩვენი სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 22:27|rustavi2.ge

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები", საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, რათა 14-წლიანი ჩაკეტილი წრე დასრულდეს, ანტიკონსტიტუციური ქმედებები სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

მისივე თქმით, ხელისუფლების სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, საბოლოო გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, სასამართლომ უნდა მიიღოს:

"ბატონი არჩილის მხრიდან ხაზგასმული და უკვე ჩამოყალიბებული იყო ის ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რომლებიც ინდივიდუალურად, კოლექტიურად და ჯამშიც მიესადაგება იმ პარტიებს. საბოლოო ჯამში, ყველა თანამოზიარეა ამ ყველაფრის, ვინაიდან ისინი მოქმედებენ როგორც ერთიანი ძალა, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონფიგურაციით არიან მოვლენილები თავიანთი საერთო გარე ხელმძღვანელობის მხრიდან.

ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლება. ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციურები, არალეგიტიმურები, იმართება ყველაფერი რუსეთიდან და მსგავსი აბსურდები, რასაც ჩვენ უკვე დავაკვირდებით 14 წლის განმავლობაში და მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, ისინი არიან არალეგიტიმურები და მათი მთლიანი მოღვაწეობა ეფუძნება არაკონსტიტუციურ ქმედებებს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა გადაწყდეს და ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო არის სწორედ ის ორგანო, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს და უნდა გადაწყდეს თუ ვინ არის ამ ორი მხარიდან არაკონსტიტუციური.

თუ მათ ჰქონდათ რაიმე ტიპის არგუმენტები ამდენი წლის განმავლობაში და რაიმე ტიპის მტკიცებულებები, ისინი აუცილებლად დაიწყებდნენ ამ პროცესს და თავად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი ბრალდებები არის მხოლოდ აბსურდზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი არ აქვთ, მხოლოდ რაღაც აღქმების თეორიების შექმნაა. ამ ყველაფრის შინაგანი რწმენაც არ გააჩნდა და შესაბამისად, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ჩვენ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ჩვენი სარჩელი არის გამყარებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, იმ გადაწყვეტილების, რაც ჩვენი სურვილია.

ყოველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი ამგვარად გვაქვს შეტანილი, ჩვენი სურვილია, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესსBM.GE
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →საკონსტიტუციო →სარჩელი →

მსგავსი სტატიები

ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, ნებისმიერი პროცესი ქუჩაში გადაჰყავთ და შემდეგ აგრძელებენ ხელოვნური საბოტაჟირების შექმნას, რომ რაღაცნაირად ქვეყანა უკან დახიონ - ლევან მაჭავარიანი

სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის - ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

სულ რომ ის სისხლიანი წარსული არ ჰქონდეთ, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიც საკმარისია მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის - ლევან მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

რუსთავი 2

ლევან მაჭავარიანი: კოლექტიური ნაცმოძრაობის ქმედებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მუდმივი რყევა. არ აინტერესებთ არჩევნები, საარჩევნო შედეგები. მათ თავიდან ბოლომდე თავიანთი უცხოელი პატრონები უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიებსაც

ლონდონ პალადიუმში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია

ლონდონ პალადიუმში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული ჯილდოს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია

რუსთავი 2