მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა
მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

რუსთავი 227 ოქტომბერი, 2026, 01:04|rustavi2.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრის განცხადებით, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის წარმართვის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირის კონტექსტში.

"ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ მოხდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. შესაბამისად, როდესაც პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ეს ის პრაქტიკული შედეგებია, რაც თან ახლავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას", - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური კავშირებისა და შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობას.

"ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ეს ვიზიტი ნამდვილად აღსანიშნავია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სოფიას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბულგარელ კოლეგასთან ერთად განხილულ საკითხებზე, მათ შორის, დაკავშირებადობაზე, რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

"ამ ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ დაკავშირებადობის საკითხზე, მედეგობაზე, შავი ზღვის რეგიონის გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სწორედ ამ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა მსჯელობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კავშირების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონული დაკავშირებადობის საკითხში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სოფიას ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი - დელფოსის ეკონომიკური ფორუმი, თავის მხრივ, გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟირების, არჩევნების ბოიკოტირების და შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია, სურვილი აქვთ ქვეყანა მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს

როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილი

ჩაატარეთ ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და "გაუპრავეთ" არჩევნები სეპარატისტებს. კოდორის ხეობას დაარქვით ზემო აფხაზეთი, რომ ტყვიის გარეშე გადაგებარებინათ ოკუპანტისთვის. ეს არის ღალატი და რუსული საქმე - ლევან მაჭავარიანი დავით დარჩიაშვილს

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

რუსთავი 2