მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილი
როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილი

როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილი

რუსთავი 227 ოქტომბერი, 2026, 00:52|rustavi2.ge

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გადაცემაში "დებატები" 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ დაწყებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შესახებ საუბრისას, სარჩელის რამდენიმე მთავარ საფუძველზე ისაუბრა, რომელთა შორის მან პარლამენტში შემნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და თავად ამ პარტიების მრავალწლიანი ქმედებები დაასახელა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხეს 136 ადამიანი და მიიღეს დაახლოებით 799 განცხადება. კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები კი, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება.

"საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, 136 ადამიანი იქნა გამოკითხული, დაახლოებით 799 განცხადება შემოვიდა, ყველაფერს მართლა ვერ მოვასწრებდით. ამასთან ერთად, იქ რაც არის ფაქტები მოყვანილი, არც ერთი ფაქტი არ არის ჩვენი ვერდიქტით გამყარებული, ყველა არის გამყარებული ან საერთაშორისო, ან ეროვნული სასამართლოებით, ან ადამიანის უფლების სასამართლოებით, ყველაფერზე არის მტკიცებულება და ეს არ არის ფარატინა ქაღალდი, როგორც ის ამბობდა.

2020 წლის არჩევნებზეც ანალოგიური ისტორია გვქონდა. მაშინ საგამოძიებო კომისია შეიქმნა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ არ მიიღო ამ კომისიაში მუშაობა. როდესაც საუბარი არის, რომ აქვს ოპოზიციას და ზოგადად პოლიტიკურ პარტიას ბოიკოტის გამოცხადების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, ბოლო-ბოლო პარლამენტში შეიძლება იყო და ბოიკოტის უფლება ჩაწერილია და გაწერილია როგორ ხდება ეგ ამბავი.

მაგრამ, როდესაც ეს ბოიკოტი იღებს უკვე სისტემურ ხასიათს... როდესაც 3-4 არჩევნებისას სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების ყოველგვარი არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა და რევოლუციური სცენარების გათამაშება და თქვენ ამბობთ, რომ მყისიერი შედეგი დადგესო, რომ ვერ გამოუვიდათ რევოლუცია 4 ოქტომბერს, ეს გადატრიალება რომ ვერ მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მყისიერი შედეგი არ დადგა, მყისიერი შედეგი იყო ის, რაც აღიკვეთა და არ გამოვიდა, თორემ აბა გამოსვლოდათ. ამიტომ, ეს არის საფრთხე, პერმანენტული საფრთხე", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • როგორი შედეგებით დასრულდა არჩევნები სერბეთში, ბულგარეთსა და ბრაზილიაშიBM.GE
  • ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხაფორმულა
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
არჩევნები →გარეშე →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

რუსთავი 2

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია მუდმივად საბოტაჟირების, არჩევნების ბოიკოტირების და შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანის რეჟიმშია, სურვილი აქვთ ქვეყანა მუდმივად რყევაში იყოს და ბოლოს რევოლუციამდე და უმართავ პროცესებამდე მივიდეს

ჩაატარეთ ალტერნატიული არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში და "გაუპრავეთ" არჩევნები სეპარატისტებს. კოდორის ხეობას დაარქვით ზემო აფხაზეთი, რომ ტყვიის გარეშე გადაგებარებინათ ოკუპანტისთვის. ეს არის ღალატი და რუსული საქმე - ლევან მაჭავარიანი დავით დარჩიაშვილს

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

რუსთავი 2