მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პოლიტიკური იდენტობის პარადოქსი - რა დგას განსხვავებული პარტიული სახელწოდებების მიღმა და სად იკვეთება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გზები | Rustavi2
პოლიტიკური იდენტობის პარადოქსი - რა დგას განსხვავებული პარტიული სახელწოდებების მიღმა და სად იკვეთება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გზები | Rustavi2

პოლიტიკური იდენტობის პარადოქსი - რა დგას განსხვავებული პარტიული სახელწოდებების მიღმა და სად იკვეთება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გზები | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საერთო წარსულთან პირისპირ აღმოჩენა, ქართულ ოპოზიციას საკონსტიტუციო შენობაში კიდევ ერთხელ მოუწია. პოლიტიკურ გზაჯვარედინზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზა ბევრჯერაც აირჩიეს და ბევრჯერაც უკან, საწყისთან მიბრუნდნენ, თუმცა მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მშობლიურ პარტია - "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო არაფერი აქვთ. უარყოფენ ერთმანეთთან იდეოლოგიურ თანხვედრასაც.

იმას, რასაც ოპოზიცია არ აღიარებს, ფაქტებს უპირისპირებს მმართველი გუნდი. მტკიცებულებები "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სარჩელში უკვე ჩაწერა. წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლის მცდელობები - "ქართული ოცნება" ოპოზიციის საერთო მიზნებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად აფასებს, ოპონენტებს კი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობად" მოიხსენიებს.

რომელი პოლიტიკური ძალები ქმნიან კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" და რა მიზნით მოქმედებენ ისინი. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ტერმინი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ლექსიკონში ოპოზიციური ფლანგის კონსოლიდაციის შემდეგ დამკვიდრდა. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ საერთო კოალიციურმა პლატფორმებმა და კოორდინირებულმა ტაქტიკამ, "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ სუბიექტებს შორის ზღვარი, საბოლოოდ წაშალა.

ოპოზიციას საკუთარი წარსული არ მოსწონს, მათი ნაწილი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან კავშირს მუდმივად უარყოფს. მაგალითად, გიორგი გახარიას პარტია. პარტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი საქმის ცალკე გამოყოფას ითხოვდა, არადა მათი პოლიტიკური გზა "ნაციონალურ მოძრაობასთან" არაერთხელ გადაიკვეთა. "ქართულ ოცნებაში" 2024 წელს იმ ქარტიაზე ხელმოწერას იხსენებენ, რომლითაც გახარიას პარტია "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად კოალიციას ქმნიდა. იხსენებენ 4 მუნიციპალიტეტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკრებულოებში შექმნილ კოალიციასაც. ხელისუფლება გახარიას პარტიას 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის მცდელობასთანაც აკავშირებს, მაგრამ თავად ფაქტებს უარყოფენ.

გამიჯვნას ცდილობენ, თუმცა არქივი იმ მასალებსაც ინახავს, თუ როგორ ელოდებოდნენ 4 ოქტომბრის დაანონსებულ რევოლუციას პარტია "საქართველოსთვის" წევრები. ძალადობრივი აქციის კრახი კი მათთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. გახარიას პარტიამ 12 სკამის დილემა გადაჭრა და საკანონმდებლო ორგანოს კარი შეაღო.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც პოლიტიკური ამნეზიის მეთოდს ირჩევს, ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოა". "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს ვერც ამ პარტიაში ხედავენ. ეს მაშინ, როცა მათ რიგებში "ნაცმოძრაობის" ყოფილი ლიდერებიც ირიცხებიან და თანამშრომლობის ფაქტებიც სახეზეა. 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, დრო, როცა მამუკა ხაზარაძის და "ნაციონალური მოძრაობის" გზა ღიად გადაიკვეთა. ეს მაშინ, როცა ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი ბანკირი მისი მოადგილე უნდა გამხდარიყო.

ხალხი არც მელიას ენდო და არც მამუკა ხაზარაძეს ანდო გამარჯვება, მოგვიანებით კი, თავად მელიაც გაემიჯნა საკუთარ პარტიას. ერთმა ნიკამ პოლიტიკური გზა მეორე ნიკას, "ნაციონალების პროკურორს" დაუკავშირა - ასე იქცა "ახლები", ძველი "ნაცების" გაერთიანებად.

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში რადიკალური და ანტიკონსტიტუციური ძალების საქმიანობა უნდა დაასრულოს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საზოგადოების დაკვეთაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში აგენტურის ადგილი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ველზე, არ არის. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კონსტიტუციურ სარჩელში მოხვედრილი "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა," თავადვე ადასტურებს, რომ კონსტიტუციურ წყობას არ აღიარებს.

უახლოეს წარსულს, ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური განქორწინებაც ბევრი ახსოვს და გაერთიანებაც, თუმცა პოლიტიკური აქტორები ძველ კავშირებს დღის წესრიგის მიხედვით იხსენებენ და ივიწყებენ. 10 მარცხი ოპოზიციის და 10 დამაჯერებელი გამარჯვება ხელისუფლების ანგარიშზე - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გზა, საზოგადოებას კარგად ახსოვს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართაBM.GE
  • რუსული ძალები ოდესის რეგიონში საწარმოს თავს დაესხნენტვ პირველი
  • სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებშინეტგაზეთი
  • აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთიმედი
ძალების →ოპოზიციური →

მსგავსი სტატიები

ქართული გვარი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ისტორიაში და ბრძოლა, რომელიც ახლა სულ სხვა მოედანზე გრძელდება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური კუთხიდან

ქართული გვარი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ისტორიაში და ბრძოლა, რომელიც ახლა სულ სხვა მოედანზე გრძელდება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური კუთხიდან

რუსთავი 2

განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

რუსთავი 2

ჯვრისწერა 80 წლის ასაკში, ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი გურიიდან

ჯვრისწერა 80 წლის ასაკში, ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი გურიიდან

რუსთავი 2

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება უნდა შემოწმდეს პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება უნდა შემოწმდეს პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც

რუსთავი 2