მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?!
ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?!

ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?!

რუსთავი 22 ნოემბერი, 2026, 12:34|rustavi2.ge

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დედის განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.

მმართველი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის არაერთ დადასტურებულ დანაშაულს და კორუფციულ ფაქტებს ახსენებს, მათ შორის, საუბრობენ თავად გიული ალასანიასთვის უნივერსიტეტის ერთ ლარად გადაცემის საქმეზე.

"როდესაც გიული ალასანია თავის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომ ის კორუფციას ვერ იტანდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დედას, ანუ გიული ალასანიას, ლარად გადასცა უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?! საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი და, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ცხრა წლის განმავლობაში რომ ელიტური კორუფცია, ზოგადად, კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში, ეს იყო გამოძახილი ზუსტად 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგების, როგორც დადგა ჩვენს ქვეყანაში. გავუშვით პოლიტიკურ სანაგვეზე "ნაციონალური მოძრაობა." ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, რომ კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში. მაშინ, რა სასაცილოა ახლა გიული ალასანიას კომენტარი, რასაც თავის შვილზე საუბრობს.

ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მაღალი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის. "მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს", - აცხადებს გიული ალასანია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

რუსთავი 2

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს

რუსთავი 2

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართება

რუსთავი 2