მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე" - რა ვითარებაა ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო | Rustavi2
"მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე" - რა ვითარებაა ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო | Rustavi2

"მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე" - რა ვითარებაა ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილი ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველები მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.

"ვაგზლის ტერიტორიაზე, გადასასვლელ ხიდზე იწვოდა შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან არავის მოუმართავს. მეხანძრე-მაშველები მუშაობენ მხრჩოლავი კერების გაქრობაზე", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ცეცხლი ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და, მალევე, სხვა ობიექტებზეც გავრცელდა. იყო ძლიერი დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ათობით მეხანძრემ იმუშავა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

რუსთავი 2

ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ირანთან ომის შემდგომ ნაბიჯებზე გულახდილი საუბარი გამართა - AXIOS

ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ირანთან ომის შემდგომ ნაბიჯებზე გულახდილი საუბარი გამართა - AXIOS

რუსთავი 2

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურა

რუსთავი 2

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს უკავშირდება, დაცვის მხარის მოწმე, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა

გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს უკავშირდება, დაცვის მხარის მოწმე, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა

რუსთავი 2