მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჟოაო ბრედას და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომიტეტის ხედვისა და პერსპექტივის გაცნობა, არსებული ხარვეზებისა და WHO-ს მხარდაჭერის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრისას დავსახეთ გეგმები, რომელსაც გავუზიარებთ საქართველოს პარლამენტს და რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები - ტომას როუბალი, კახა ღვინიანიძე, ხრისტოს ტრიანტაფილუ და იულია შჩერბინა მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

რუსთავი 2

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება

რუსთავი 2

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს

რუსთავი 2