მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გარდაბანში, ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25 - წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავი 22 ნოემბერი, 2026, 20:19|rustavi2.ge

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახური მკვლელობისა და მძიმე ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ფიზიკური ძალადობის, პასპორტების დაზიანების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 5 თებერვალს, ბრალდებულმა, გარდაბანში, დაზარალებულს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული 8 წლის განმალობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის და მუშაობის უფლებას, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დაზარალებული არასრუწლოვან შვილებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, ბრალდებულმა დააზიანა როგორც მისი, ისე შვილების პასპორტები. ამასთან, დაზარალებულის გაკონტროლების მიზნით საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟა კამერები.

ბრალდებულმა ასევე დაარღვია დაზარალებულის მოთხოვნით, მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი და აქტიურად დაიწყო ბინაში უკანონოდ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების მოპოვება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (დოკუმენტის დაზიანება, ჩადენილი პირადი მოტივით), 238 პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან დღესაც შეიკრიბატვ პირველი
  • 10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყებაBM.GE
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

რუსთავი 2

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება

სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება

რუსთავი 2

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს

ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს

რუსთავი 2

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

რუსთავი 2