მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი! | Rustavi2
სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი! | Rustavi2

სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი! | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, "დებატების" ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა.

"რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი!

მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა.

კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა," - აცხადებს სოზარ სუბარი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა - კოტე კემულარია

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა - კოტე კემულარია

რუსთავი 2

ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და აღარ დავინახავთ - მარიამ რატიანი

ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და აღარ დავინახავთ - მარიამ რატიანი

რუსთავი 2

"ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა - ნანა ქადაგიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა - ნანა ქადაგიშვილი

რუსთავი 2

გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში

გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში

რუსთავი 2