მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მედია: ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის მომდევნო პრეზიდენტი ქალი უნდა იყოს
მედია: ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის მომდევნო პრეზიდენტი ქალი უნდა იყოს

მედია: ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის მომდევნო პრეზიდენტი ქალი უნდა იყოს

რუსთავი 23 ნოემბერი, 2026, 01:03|rustavi2.ge

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მხარს უჭერს, რომ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტი ქალი გახდეს.

"პარტიას შევთავაზებ შეთანხმებულ კანდიდატურას - კანდიდატს პოლიტიკური ცენტრიდან", - განაცხადა მერცმა ბერლინში, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილეებმა მედიას განუცხადეს.

"მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქალი უნდა იყოს", - ამის შესახებ, წყაროების ცნობით, მერცმა განაცხადა.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი სახელმწიფოს ოფიციალური მეთაურია. ეს თანამდებობა განსხვავდება კანცლერის პოსტისგან, რადგან კანცლერი მთავრობას მეთაურობს.

ამჟამინდელი პრეზიდენტი შტაინმაიერი, რომელიც წარსულში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, პრეზიდენტის თანამდებობაზე 2017 წელს აირჩიეს. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მარტში დასრულდება.

ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზიოდერმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი პარტიის, ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) წარმომადგენელი, ილზე აიგნერი წარადგინა.

თუმცა, თავად ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშიმა შესაძლოა ალტერნატიული კანდიდატი საკუთარი რიგებიდან დაასახელოს. ამ კონტექსტში, რამდენიმე ქალის სახელი განიხილება: იულია კლეკნერი - ბუნდესტაგის ამჟამინდელი თავმჯდომარე; კარინ პრიენი - ოჯახის საკითხთა მინისტრი და ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი - CDU-ის ყოფილი ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რუსთავი 2

რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს და ევროს 3 ნოემბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად იყიდით 1 დოლარს და ევროს 3 ნოემბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რუსთავი 2

გლდანის ციხე იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, რაც იქ ხდებოდა, არცერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში არ არის ასახული - ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იგეგმებოდა - ყოფილი პოლიტპატიმარი, რატი მაისურაძე

ნიკა გოგუაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: დაგვიჭირეს ყინწვისის მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც მამაოებიც ძალიან სცემეს - ჩვენი დაკავების მიზეზი ის იყო, რომ ვიყავით ოპოზიციურად განწყობილები, ეს კი მათთვის საკმარისი მიზეზი იყო