მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყნის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის განეიტრალებას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება.

ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულად დაბალი, მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.

საგარეო ბალანსის გაუმჯობესების ფონზე გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის სამიტზე: მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული - შესაძლოა, ეს იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის სამიტზე: მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული - შესაძლოა, ეს იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის პოტენციალი რეგიონული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მთავარი ძალაა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის პოტენციალი რეგიონული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მთავარი ძალაა

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: შუა დერეფანი და საქართველოს მარშრუტი, ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად ერთადერთი რეალური ვარიანტია - ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

ნიკოლოზ სამხარაძე: შუა დერეფანი და საქართველოს მარშრუტი, ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად ერთადერთი რეალური ვარიანტია - ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა

რუსთავი 2

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: პარტიების წარმომადგენლებმა ვერც ერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი, რაც აკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ

რუსთავი 2