მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა.

განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის შიდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემები და გაუმჯობესდა სახანძრო უსაფრთხოება. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კეთილმოეწყო ბაღის ეზო და გარე ინფრასტრუქტურაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მზარდი მოთხოვნისა და აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. მისივე თქმით, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ბავშვებისა და პერსონალისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნასა და ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

შენობის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მეშვეობით გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის საერთო საგრანტო ბიუჯეტი დაახლოებით 7,55 მილიონი ევროა და ის ბათუმის №6, №10 და №16 საბავშვო ბაღების განახლებას მოიცავს. პროექტის მიზანი შენობებში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოებაა.

№10 და №16 საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ფაქტობრივად დასრულებულია. მუნიციპალური დაფინანსებით გრძელდება მათი ეზოების კეთილმოწყობა, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმში ეს უკვე მეოთხე საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი სრული რეაბილიტაციის შემდეგ განახლდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის კრიზისი და უწყვეტი პროტესტი ევროპაში - რას ითხოვენ დემონსტრანტები სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრანტები

საფრანგეთის კრიზისი და უწყვეტი პროტესტი ევროპაში - რას ითხოვენ დემონსტრანტები სხვადასხვა ქვეყნებში დემონსტრანტები

რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ხვალიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება - მხარეები მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხებენ

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ხვალიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება - მხარეები მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხებენ

რუსთავი 2

ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

რუსთავი 2

საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება - შალვა პაპუაშვილი პრაღაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება - შალვა პაპუაშვილი პრაღაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

რუსთავი 2