მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

რუსთავი 29 ნოემბერი, 2026, 21:32|rustavi2.ge

"ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რატომ არ შეიმჩნია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციამ. კირცხალია მიიჩნევს, რომ "მათ დავალება შეასრულეს".

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა, ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ - არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი, თავიანთი პატრონების ჩართულობით, ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის", - განაცხადა კირცხალიამ.

მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ მოსდის ევრობიუროკრატებისგან ოპოზიციას მსგავსი დავალებები.

"რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ შეიძლება, მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ - კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა. ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ, თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი, ზესახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, თურმე ევრობიუროკრატებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ უნდა ვთანამშრომლობდეთ ჩინეთთან, რაც უსტანდარტობის გამოძახილია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო ერთხელ და სამუდამოდ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება

ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

რუსთავი 2

ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემო