მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

რუსთავი 29 ნოემბერი, 2026, 17:04|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

განსახილველი საკითხები ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააცნო.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტი მიმდინარე კვირას კანონპროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ საკითხთან ერთად განიხილავს.

პარლამენტი ასევე პირველი მოსმენით იმსჯელებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პლენარულ სხდომაზე განიხილება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში დაიწყება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭება.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, შესაბამისი ცვლილების შეტანა უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან - ეს ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოს

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

რუსთავი 2