მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა | Rustavi2
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა | Rustavi2

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს. მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან. შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისათვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანაშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზეBM.GE
  • პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართანტვ პირველი
  • პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი რეალური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

რუსთავი 2

ნიკოლოზ სამხარაძე: შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან - ეს ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოს

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

რუსთავი 2