მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო ერთხელ და სამუდამოდ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება
ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო ერთხელ და სამუდამოდ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება

რუსთავი 210 ნოემბერი, 2026, 00:50|rustavi2.ge

"ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია​მ, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის, თუმცა ეს თანასწორობისა და პარიტეტულ საწყისებზე უნდა მოხდეს. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს.

"კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ერთი დათქმით და პირობით, რომ მაქსიმალურად, თუ ვინმეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, აუცილებლად გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ინტერესიც. ჩვენთან საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა, შეეჩვია და თავის თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება, თუნდაც ბევრი გამოწვევით.

განა რომელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ათასობით ლარი იყოს პენსია და ხელფასი და ა.შ.? და სწორედ ასეთი დისკუსიები უნდა იმართებოდეს, პროფილური, დებატების რეჟიმში, ამ ფორმატში თუ სხვა ფორმატში და მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია აუცილებლად, რომელიც ასეთ, რეალურად მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებს დააყენებს.

იმ რეჟიმში, რომელ რეჟიმშიც გვამყოფა იმ ე.წ. პოლიტიკურმა გუნდმა, რომლებიც დღეს სამართლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მაინც იმას, რასაც მიაღწია.

იმ რეჟიმში, სადაც გვამყოფეს იმ უსამართლო განცხადებებით, რეზოლუციებით, წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევითა და ჩართულობით, ვნახეთ სად დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ მივდივართ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა და მიმართულება, განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით და გათვალისწინებით არის ერთი, მაქსიმალური დივერსიფიცირება ჩვენი ეკონომიკის.

და არ მინდა დღეს საუბრის დასასრულს არ შევხო ჩევნს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, პირველი სტრატეგიული პარტნიორია. რამდენიმე დღის წინ რეგიონში ვიხილეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ვიზიტი. აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ორმაგი სტანდარტი და უსტანდარტობა, თურმე ჩინეთთან ურთიერთობა, მათ შორის სტრატეგიული, ვიღაცისთვის შეიძლება, ვიღაცისთვის არ შეიძლება.

მიუხედავად იმ შეურაცხყოფისა და უსტანდარტობისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან.

და კიდევ ერთხელ, არავის დაავიწყდეს, რომ პოლიტიკური ელიტები და ბიუროკრატები ყოველთვის დროებითები არიან ყველგან, ყველა გაერთიანებაში, კავშირსა თუ ქვეყანაში.

ყველაზე მთავარი, სანამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ქვეყნის მმართველობაში, დამერწმუნეთ, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები ყველა ასპარეზზე იქნება 100%-ით დაცული", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

რუსთავი 2

ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

რუსთავი 2