მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან
ლევან მახაშვილი: პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. გვაქვს იმედი, რომ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში გაუგებრობების გადალახვას. შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდასთან

რუსთავი 210 ნოემბერი, 2026, 00:49|rustavi2.ge

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, გადაცემაში "დებატები" ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

მახაშვილის განცხადებით, 2022 წელს არსებული გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა, ეკონომიკური განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა შეინარჩუნა.

ამასთან, ლევან მახაშვილის თქმით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპული და პრაგმატული.

"აკადემიურ სფეროში ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ხოლმე, მოწყვეტა რეალური ცხოვრებიდან. თეორიული საუბრები, თეორიულ წიაღსვლებში შესვლა და რეალობას მოწყვეტა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთ სიტუაციას ვაკვირდებით. მაგრამ პრაქტიკა არის სხვა და პრაქტიკა არის მწარე რეალობა. ეს მწარე რეალობა არის ის, რომ 2022 წელს საქართველო დადგა იმ გამოწვევების წინაშე, რისი წინაშეც დადგა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებებიც მივიღეთ იმ მომენტისთვის შესაბამისი, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ჰქონდა ხელისუფლებას და ასე, ამ ფორმით ქვეყანას შევუნარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკური განვითარების თუ ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა.

დიახაც, სწორედაც, რომ ჩვენ რომ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი საფრთხეა, სწორედაც რომ არ არის აქ მალტის სიტუაცია თუ ირლანდიის, დიახაც, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს; დიახაც, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებით არაერთხელ წარსულში. სწორედ აქედან გამომდინარეა ჩვენი პოლიტიკა მოზომილი, ფრთხილი, მაგრამ რუსეთთან მიმართებით, ამავე დროს პრინციპული და პრაგმატული.

სწორედაც რომ ხალხთან გვაქვს ჩვენ შეხვედრა და სწორედაც რომ ხალხის დაკვეთაა კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა ვიღაცების იდეოლოგიურ ბრძოლებში ჩართვა. ამიტომაც არის საქართველოს პოლიტიკა ის, როგორიც არის, ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესით - ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივის შენარჩუნება.

პარტნიორობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დახურო სახელმწიფო და გადააბარო ბრიუსელი იქნება თუ სხვა. მე მაინც პოზიტიურად დავრჩები ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს იმისი იმედი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ დიალოგის რეჟიმში ამ გაუგებრობების გადალახვას. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით. იქნება საკითხები, რაზეც ალბათ ისევ დარჩება უთანხმოება, მაგრამ არის ძალიან ბევრი თემა, რაზეც შეიძლება კომპრომისების მოძიებაც, არა მიტინგებზე დგომით, არამედ დიალოგის მაგიდის გარშემო," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვაფორმულა
  • თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძეBM.GE
  • “კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე, უვიზო რეჟიმი საფრთხეშია” – რა წერია EU-ის გაფართოების ანგარიშში საქართველოზენეტგაზეთი
  • მელანია ტრაპი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
რეჟიმის →არამედ →ბრიუსელში →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. საზოგადოებამ თავის თავზე იგრძნო ერთხელ და სამუდამოდ, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს

რუსთავი 2

ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

რუსთავი 2