მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 210 ნოემბერი, 2026, 10:59|rustavi2.ge

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა. კონფერენციაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 197 მხარე, 100-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასა და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.

ღონისძიებებზე კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერებისა და ციფრული ჯანდაცვის განვითარების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგის, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ჯანდაცვის განვითარებას და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

მინისტრთან ერთად კონფერენციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება

რუსთავი 2

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

რუსთავი 2