მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა | Rustavi2
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა | Rustavi2

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ, 1 602 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს. ბრალდებულმა უცხო ენაზე დამზადებული ყალბი მინდობილობების საფუძველზე განახორციელა უძრავ ქონებებზე ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურება და შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში წარდგენით უძრავი ქონებების მის სახელზე გადაფორმება.

"ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ - სიორიძეტვ პირველი
  • თურქული საფონდო ბირჟის დირექტორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავესBM.GE
  • თვითმფრინავში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავესნეტგაზეთი
  • პოლონეთში, თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავესფორმულა
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა დემოკრატიისთვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და აქციები განახლდა - ქვეყნის დიდ ქალაქებში დღეს 50-მდე დემონსტრაცია იგეგემება

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი "პარიზის მშვიდობის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

რუსთავი 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 ქართული საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში RAW Wine NYC მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 ქართული საოჯახო მარანი ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში RAW Wine NYC მონაწილეობდა

რუსთავი 2